თეირანის წიგნის გამოფენა ვირტუალური სახით გაიმართება
.
თეირანის წიგნის გამოფენა ვირტუალური სახით გაიმართება
წიგნის ოცდამეჩვიდმეტე გამოფენა მაისის თვეში ვირტუალურად გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, წიგნის გამოფენის საორგანიზაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელიც გასულ კვირას, წელს პირველად გაიმართა, დამსწრე საზოგადოებამ გაითვალისწინა რა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, დახურა ზოგიერთი საგამომცემლო დაწესებულება.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს შეთავაზებული გეგმებისა და ვარიანტების ერთობლიობა, რის შედეგადაც დამტკიცდა რამდენიმე პროექტი. საბოლოოდ, კულტურის საკითხებში მინისტრის მოადგილისა და გამოფენის თავმჯდომარის, მოჰსენ ჯავადის გადაწყვეტილებით გაიმართება თეირანის წიგნის მეშვიდე ვირტუალური გამოფენა, რომელიც მაისის თვეში ჩატარდება და სტუმრებს დისტანციურ ფორმატში უმასპინძლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან კულტურის საკითხთა დეპარტამენტის მთავარი მისია საგამომცემლო ჯაჭვის ყოველი რგოლის მხარდაჭერაა, კულტურისა და ისლამური დამოძღვრის მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეში წიგნის მაღაზიებიდან შესყიდვების სეზონური პროგრამა ამოქმედდება. ეს საშუალებას მისცემს ქვეყნის მასშტაბით არსებულ წიგნის მაღაზიებს, ისარგებლონ სამინისტროს მხარდაჭერით.
თეირანის წიგნის პირველი ვირტუალური გამოფენა 2021 წლის იანვრის ბოლოს, კორონავირუსის კრიზისისა და თეირანის წიგნის ოცდამეცამეტე საერთაშორისო გამოფენის გაუქმების შემდეგ გაიმართა. 2022 წლის იანვრის ბოლოს ვიხილეთ ღონისძიების მეორე ციკლი. რაც შეეხება მესამედან მეექვსე გამოფენის ჩათვლით პერიოდს, 2023 წლიდან მოყოლებული, ისინი საერთაშორისო გამოფენების პარალელურად იმართება. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება და 2026 წლის მაისში თეირანში უკვე მეშვიდე ვირტუალური გამოფენა ჩატარდება.