24 April 2026
2026/04/24 - 12:56

იუდეველთა შეკრება ისლამური ირანის მხარდასაჭერად. იუდეველთა საკითხი სიონიზმს ემიჯნება

.

იუდეველთა შეკრება ისლამური ირანის მხარდასაჭერად. იუდეველთა საკითხი სიონიზმს ემიჯნება

 

გასულ ღამეს, თეირანში მდებარე ვალიასრის მოედანი იშვიათი სანახაობის მომსწრე გახდა. ებრაელებსა და მუსლიმებს შორის აფრიალებული ისლამური ირანის სამფეროვანი დროშების ზღვა სამშობლოს სახელით რელიგიურ ერთობას ასახავდა.

საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ კულტურის სამსახურის ინფორმაციით, მანამ, სანამ ხალხის ნაკადამდე მიაღწევდით, პირველად დროშები მოგხვდებოდათ თვალში. ეს ისლამური ირანის სამფეროვანი დროშები გახლდათ, რომელთა შუაგულშიც „ალლაჰ" ეწერა. აღნიშნული სიმბოლოკა ყველა ირანელის ურყევ ერთიანობას წარმოადგენდა, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა. ყოველი აფრიალებული დროშა სამშობლოსადმი ხოტბა და საკუთარი მიწისადმი ერთგულების ჩუმ შეძახილს ჰგავდა.

გზადაგზა შეხვდებოდით პლაკატებს ჩემთვის უცნობ ებრაულ ენაზე წარწერებით. მიახლოებისთანავე ყურადღება სხვადასხვა თავსაბურავსა და სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა მიიქციეს. გასულ ღამეს, თეირანში მდებარე ვალიასრის მოედანი ებრაული თემის შეხვედრის ადგილად იქცა, რათა მათ ისლამური ირანისადმი საკუთარი მხარდაჭერა ხმამაღლა გამოეხატათ.

ირანის მხარდასაჭერად გამოსული ხალხის ტალღაში ებრაული თემის ჩართულობამ ამ ერთობას ახალი ელფერი შესძინა. ეს შეკრება იყო როგორც სამშობლოსადმი საერთო სიყვარულის გამოხატულება, ისე მტკიცე განაცხადი ძალადობისა და ექსტრემიზმის დასაგმობად და სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებთან ყოველგვარი კავშირის უარსაყოფად.

ისლამური ირანისადმი სოლიდარობის გამოსახატავად ებრაული თემის შეკრება ვალიასრის მოედანზე 20:30 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ირანის ებრაული თემის წევრები მტკიცედ და ღირსეულად დროზე ადრე გამოცხადდნენ დანიშნულ ადგილას. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველა, ვისაც ხელში თავისი წმინდა წიგნი ეჭირა, მსოფლიოს ნათლად აჩვენებდა, რომ მათ მსოფლიო სიონიზმთან და ამ რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებთან კავშირი არ აქვთ. ხსენებულმა მოვლენამ ნათლად აჩვენა იმ ზნეობრივი და ჰუმანური პრინციპებისადმი ერთგულება, რომლებიც იუდაიზმში ასე ფესვგადგმულია.

შეკრებილებმა მკაცრად დაგმეს მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები და რელიგიური სიწმინდეების შებღალვა, მათ შორის იერიში რაფინიას სინაგოგაზე. წმინდა წიგნები ხელში მშვიდობისა და სამართლიანობის პრინციპების  სიმბოლოს წარმოადგენდა. ამავდროულად, ეს იყო მინიშნება მთელი მსოფლიოსთვის, რომ აგრესიისგან დაცული არც მათი სიწმინდეები აღმოჩნდა. ამ ქმედებამ აჩვენა კიდევ ერთი რამ: ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთი რელიგიიდან და ეთნოსიდან არ ისმის, არამედ მთელი მსოფლიოს ფხიზელი სინდისის, და მათ შორის ასევე, ირანის რელიგიური უმცირესობების მხრიდან

ვალიასრის მოედანზე შეკრებილთა შორის იმყოფებოდა რაბინი იუნეს ჰამამი ლალეზარიც. მან, როგორც ირანის ებრაული თემის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა და რელიგიების მშვიდობიანი თანაარსებობის სიმბოლომ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ირანელთა ერთობასა და ებრაული საზოგადოების გამიჯვნას სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებებისგან.

მიმდინარე მოვლენას ეხმიანება ასევე ირანულ პარლამენტში ებრაული თემის წარმომადგენელი, ჰომაიუნ სამეჰი, რომელმაც ხელახლა დაუდასტურა აიათოლა სეიედ მოჯთაბა ხამენეის ერთგულება.

ამასთან, ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ებრაელმა აღნიშნა, თუ როგორ მასპინძლობდნენ მათ მუსლიმები და როგორ ლოცულობდნენ ისინი ებრაელი ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

ეს უწყვეტი სოლიდარობა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გზავნილია. ირანელი ებრაელების თანადგომა მუსლიმთა მიმართ მუდმივია, ეს დროებითი მვლენა არაა.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است