ირანული რთული ტექნოლოგია ბავშვთა კიბოს სამკურნალოდ
.
ირანული რთული ტექნოლოგია ბავშვთა კიბოს სამკურნალოდ
გენური თერაპია მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიაა, რომელსაც ირანი უკვე დაეუფლა.
საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ მეცნიერებისა და პროგრესის განყოფილების ინფორმაციით, როდესაც ბავშვს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, ქიმიოთერაპია თავისი გვერდითი მოვლენებით არასრულწლოვნის სუსტ სხეულს აზიანებს. სწორედ ამის გამო გაჩნდა გენური თერაპია. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც ბავშვის ორგანიზმი თავად ხვდება რომელი უჯრედებია სიმსივნური და როგორ გაანადგუროს ისინი. გენური თერაპიის საჭიროება იმითაა გამოწვეული, რომ ბავშვებმა მკურნალობისას ტრავმა აღარ მიიღონ და სნეულებასთან საბრძოლველად საკუთარი სხეულის შინაგანი პოტენციალი გამოიყენონ.
გენური თერაპია მკურნალობის თანამედროვე მიდგომაა, რომელიც გენეტიკური დაავადებების პრევენციასა და მკურნალობას ემსახურება. დეფექტური გენების კორექტირების, ჩანაცვლების ან დეაქტივაციის გზით ხსენებული მეთოდი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას აღადგენს. ეს ინოვაციური ტექნოლოგია იყენებს ისეთ მეთოდებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ჯანსაღი გენების დაავადებულ უჯრედებში გადატანა.
გენური თერაპია ახალ იმედად მიიჩნევა მემკვიდრეობითი დაავადებების, სიმსივნეებისა და იშვიათი გენეტიკური დარღვევების მკურნალობაში.
ირანის წლის ბიოტექნოლოგი, სამირა აჰმადი, ჟურნალ „სოჰასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეს მიღწევა მან 1403 (2024-2025) წელს, ომანში გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ კურსზე წარადგინა, რამაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.
მკურნალობის ამ ინოვაციურ მეთოდს დადებითად აფასებს აგრეთვე ბიომეცნიერებებისა და ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიების შტაბის მდივანი მოსტაფა ყანეი.